ახალგაზრდების შეკითხვები
რა უნდა ვიცოდე კო
ტესტი
შეერთებულ შტატებში, სადაც კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიას მილიარდობით დოლარის მოგება მოაქვს ...
1. მათი საშუალო ასაკი, ვინც კომპიუტერული თამაშებით ერთობა, არის .A. 18 წელი
B. 30 წელი
2. რა შედეგებს მივიღებთ, თუ მოთამაშეებს პროცენტულად დავყოფთ სქესის მიხედვით?
A. მამაკაცები — 55 პროცენტი; ქალები —45 პროცენტი.
B. მამაკაცები — 15 პროცენტი; ქალები — 85 პროცენტი.
3. ძირითადად რა ასაკის ქალები და მამაკაცები არიან ჩაბმული კომპიუტერულ თამაშებში?
A. 18 წლის და უფროსი ასაკის გოგონები.
B. 17 წლის და უმცროსი ასაკის ბიჭები.
პასუხები: (დაფუძნებულია 2013 წლის მონაცემებზე)
1. ბ. 30 წელი
2. ა. ქალები — 45 პროცენტი, მოთამაშეთა თითქმის ნახევარი.
3. ა. 18 წლის და უფროსი ასაკის გოგონების 31 პროცენტი; 17 წლის და უმცროსი ასაკის ბიჭების 19 პროცენტი.
ეს სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენას შეგიქმნის, თუ ძირითადად ვინ ერთობა კომპიუტერული თამაშებით. თუმცა ამ მონაცემებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, დადებითად მოქმედებს შენზე კომპიუტერული თამაშები თუ უარყოფითად.
დადებითი მხარე
კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებით ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შეხედულებას ეთანხმები?
- „ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან მაახლოებს, თანაც სახალისოა“ (აირინი).
- „კარგი საშუალებაა, რომ რეალობას გავექცე“ (ანეტი).
- „მეხმარება, რომ ყველაფერზე სწრაფად მოვახდინო რეაგირება“ (კრისტოფერი).
- „გასწავლის პრობლემის სწრაფად მოგვარებას“ (ემი).
- „ავარჯიშებს გონებას, რადგან თამაშის დროს გიწევს გონების დაძაბვა: დაფიქრება, დაგეგმვა და სტრატეგიის შემუშავება“ (ენტონი).
- „ზოგი თამაში ჯგუფურ მუშაობას გასწავლის“ (ტომასი).
- „არის ისეთი ვიდეოთამაშები, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს და ფორმის შენარჩუნებაში გეხმარება“ (ჰაელი).
ყველა ზემოთქმულ შეხედულებას ეთანხმები თუ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს? თუ ვიდეოთამაშებით თამაშობ, ეს შეიძლება დადებითად აისახოს შენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე. არაფერია ცუდი იმაში, თუ ზოგჯერ დროის გასაყვანად ან, როგორც ანეტი ამბობს, იმისთვის, რომ „რეალობას გაექცე“, ვიდეოთამაშებით ერთობი.
● ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში“, მათ შორის გართობასაც (ეკლესიასტე 3:1—4).
უარყოფითი მხარე
დროს ხომ არ გპარავს კომპიუტერული თამაშები?
«როცა თამაშს ვიწყებ, ვეღარ ვჩერდები. საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები: „კიდევ ცოტაც ...“. ამასობაში რამდენიმე საათი ისე გადის, რომ აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ და ბოლოს ვხვდები, რომ თურმე კომპიუტერთან საკმაოდ დიდი დრო გამიტარებია» (ანეტი).
„ვიდეოთამაშები დროს მტვერსასრუტივით ისრუტავს. საათობით ზიხარ კომპიუტერთან და რამდენიმე გამარჯვების შემდეგ ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს რაღაცას მიაღწიე, თუმცასინამდვილეში არც არაფრისთვის მიგიღწევია“ (სერინა).
დასკვნა: დაკარგული ფულის უკან დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ დაკარგულ დროს ვეღარასდროს დაიბრუნებ. ამ გაგებით დრო უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული. ამიტომ ნუ მოაპარვინებ შენს დროს ვინმეს ან რაიმეს.
● ბიბლიაში ნათქვამია: „ბრძნულად მოიქეცით და გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო“ (კოლოსელები 4:5).
გონებას ხომ არ გიწამლავს კომპიუტერული თამაშები?
„ზოგჯერ კომპიუტერული თამაშების დროს ყოველგვარი გააზრებისა და სინდისის ქენჯნის გარეშე ისეთ ქმედებებს სჩადიხარ, რომელთა გამოც რეალურ ცხოვრებაში ან ციხეში მოხვდები ან სიკვდილით დაისჯები“ (სეთი).
„ბევრი თამაში ისეთია, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, დაამარცხო მოწინააღმდეგე. ამისათვის ხშირად მოთამაშისგან მოითხოვება, მტერს დიდი სისასტიკით გაუსწორდეს“ (ანეტი).
«თამაშის დროს ზოგჯერ თვითონაც გაგიკვირდება ისეთ სიტყვებს წამოიძახებ ხოლმე მეგობრის მისამართით, მაგალითად: „მოკვდი!“ ან „მოგკლავ!“» (ნეითანი).
დასკვნა: მოერიდე ისეთ თამაშებს, რომლებიც ღვთისთვის საძულველ სულს ირეკლავს, მაგალითად ისეთებს, რომლებიც ძალადობით, უზნეობით ან სპირიტიზმითაა გაჟღენთილი (გალატელები 5:19—21; ეფესოელები 5:10; 1 იოანე 2:15, 16).
● ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას არა მხოლოდ ძალადობის ჩამდენი სძულს, არამედ ძალადობის მოყვარულიც (ფსალმუნი 11:5). იმით, თუ რა სახის ვიდეოთამაშებით ერთობი, შეიძლება ვერ განისაზღვროს ის, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდები, მაგრამ შენი არჩევანი გარკვეულწილად ააშკარავებს, როგორი პიროვნება ხარ უკვე დღეს.
დაფიქრდი: ერთი წიგნის თანახმად (Getting to Calm), „ძალადობრივი სახის ვიდეოთამაშებმა შეიძლება უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ბავშვების საქციელზე, ვიდრე ტელევიზორმა, რადგან თამაშისას ისინი უბრალოდ თვალს კი არ ადევნებენ სისხლისმსმელ და სასტიკ გმირებს, არამედ თავად ითავსებენ მათ როლს. ასეთი თამაშები ბავშვებს ძალადობას ასწავლის“ (შეადარე ესაიას 2:4).
უკან რეალობაში
მრავალმა ახალგაზრდამ გაწონასწორებული თვალსაზრისი განივითარა კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებით. მოვიყვანოთ ამის ორი მაგალითი:
«ვიდეოთამაშებით გვიანობამდე ვერთობოდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ძილისთვის ხუთი საათიც მეყოფოდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „კიდევ ერთხელ ვითამაშებ და მოვრჩები“. ახლა უკვე ვისწავლე, ვიდეოთამაშებს თავისი ადგილი მივუჩინო. ის ჩემთვის ჰობივითაა, რომლითაც დროდადრო ვერთობი. მესმის, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო» (ჯოზეფი).
„იმის წყალობით, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ვიდეოთამაშებს, ბევრი სხვა საქმის კეთებასაც ვასწრებ. უფრო მეტს ვმსახურობ, კრებაში და-ძმებს ვეხმარები; მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაც ვისწავლე. აღმოჩნდა, რომ კიდევ მრავალი საინტერესო და სასარგებლო რამ არსებობს, რითაც შეიძლება დაკავდეს ადამიანი“ (დეივიდი).
● ბიბლიაში ნათქვამია, რომ მოწიფული მამაკაცები და ქალები ზომიერები არიან (1 ტიმოთე 3:2, 11). ისინიც სიამოვნებით ერთობიან, მაგრამ იციან, როგორ გააკონტროლონ საკუთარი თავი და როდის შეჩერდნენ (ეფესოელები 5:10).
დასკვნა: კომპიუტერული თამაშები შეიძლება კარგ გასართობ საშუალებად ჩაითვალოს, თუ მას სათანადო ადგილს მიუჩენ. მაგრამ ნუ დაუშვებ, რომ თამაშებმა ძვირფასი დრო დაგაკარგვინოს და ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან სხვა რამეზე გადაგატანინოს. ნაცვლად იმისა, რომ მთელი შენი დრო და ენერგია ვირტუალურ გამარჯვებას შეალიო, კარგი იქნება, მთელი ძალ-ღონე იმ მიზნების განხორციელებას მოახმარო, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მოგიტანს გამარჯვებას.
შენი თანატოლები ამბობენ
„თუ კომპიუტერი ან თამაშისთვის განკუთვნილი სხვა ელექტრონული მოწყობილობები საძინებელ ოთახში გაქვს და დროს ვერ აკონტროლებ, კარგი იქნება, თუ სხვაგან მოუძებნი მათ ადგილს. სათქმელად ადვილია, რომ თამაშს მალე მორჩები, მაგრამ თუ შენს საძინებელ ოთახში თამაშობ, დრო ისე გაგეპარება, შეძლება თავზე დაგათენდეს“ (მედისონი).
«იმის თქმა, რომ 10 ან 20 წუთში მორჩები თამაშს, თავის მოტყუებაა. ზოგჯერ უბრალოდ უნდა ადგე, გამორთო პროგრამა და სხვა საქმით დაკავდე. სცადე რამდენიმე დღით „ტაიმაუტი“ აიღო და ვიდეოთამაშები აქტიური თამაშებით ჩაანაცვლო, მაგალითად, კალათბურთით ან სხვა რამით» (კორბინი).
«თუ ღამის პირველ საათამდე ან უფრო გვიანობამდე თამაშობ, ეს იმას ნიშნავს, რომ „თამაში გკარნახობს“, როდის უნდა წახვიდე დასაძინებლად. ეს კარგს არაფერს მოგიტანს; შეიძლება მეორე დღეს
Комментариев нет:
Отправить комментарий